LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის და ჟურნალ VOGG-ის ერთობლივი ნამუშევარი გაყიდვაშია (ფოტოები)

446
megan

მეგან მარკლის და ჟურნალ VOGG-ის ერთობლივი ნამუშევარი ბრიტანული მაღაზიის დახლებზე დღეიდან გამოჩნდა.

ახალ ნომერზე მეგან მარკლი ”ვოგის” მთავარ რედაქტორთან, ედვარდ ენინფულთან ერთად, 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. ამ პერიოდში სასექსის ჰერცოგის მეუღლემ სტატიებისთვის 15 გმირი შეიარჩია.

მეგან მარკლმა ნომერი ძლიერ ქალებს მიუძღვნა, რომლებიც გამუდმებით იცვლებიან, ვითარდებიან და სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან. მათ შორის არიან მოდელი ადვოა აბოა, ახალი ზელანდიის პრემიერი, მსახიობები სელმა ჰაეკი და ჯეინ ფონდა, აქტივისტი გრეტა ტუნბერგი და სხვები. სწორედ მათი ფოტოებია გამოსახული ჟურნალის ყდაზე.

მიშელ ობამასთან და ახალი ზელანდიის პრემიერთან ინტერვიუები მეგან მარკლმა პირადად ჩაწერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g