დაახლოებით ერთი წლის წინ, მეგან მარკლიმ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამეფო ოჯახში ყოფნის დროს არნახული ბულინგის მსხვერპლი იყო. განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახში ჯერ კიდევ არდაბადებული პრინცი არჩის კანის ფერზე ღელავდნენ. მეგანმა ინტერვიუშივე დასძინა, რომ ეს არ ეხებოდა დედოფალს და პრინც ფილიპს. ამის შემდეგ მთელი ეჭვები პრინც ჩარლზსა და უილიამზე გადავიდა. მალევე ეს ჭორიც პრინცმა უილიამმა გააქარწყლა და საჯაროდ თქვა, რომ მათი ოჯახი არა არის რასისტული.
უკვე დღეს მედიამ გაარკვია, ვინ არის სამეფო ოჯახის ის წევრი, ვინც პატარა პრინც არჩის კანის ფერზე დარდობდა. 72 წლის კოლინ კემბელის თქმით, რომელიც ამავე დროს სამეფო ოჯახის ისტორიის მიმომხილველია, ამბობს, რომ ეს პრინცესა ანაა. დედოფალ ელისაბეტის ქალიშვილი იმთავითვე უკმაყოფილო იყო ჰარისა და მეგანის ურთიერთობის. ის ასევე დარდობდა, არჩის კანის ფერზე და ამას ღიად ამბობდა.



