მეგან ტრეინორმა მეექვსე სტუდიური ალბომის, Timeless მხარდასაჭერი ტურნე დააანონსა.
მეგან ტრეინორის ახალი დისკი ზაფხულში გამოვა
ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მომღერლის კონცერტები, სექტემბერ-ოქტომბერში, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის არტისტის გარდა, სცენას განსაკუთრებული სტუმრებიც დაიკავებენ. მათ შორისაა ნატაშა ბედინგფილდი, რომელიც ნიუ-იორკში, მორისონსა და ინგლვუდში იმღერებს.
ნატაშა ბედინგფილდის მოულოდნელი გამოჩენა და მომღერლის გაცოცხლებული ჰიტი
ჯერჯერობით უცნობია ჩაინიშნება თუ არა The Timeless Tour-ის ევროპული დეითები.

