LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგი, მოკრძალებული, ღიმილიანი და გამორჩეული ლიდერი, გრუნის კურსდამთავრებული…გიგის პირველკურსელთა შორის ველოდებოდით, გაუსაძლისი ტკივილია” – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი შოვში დაღუპულ და-ძმაზე

286
BeFunky-collage - 2023-08-09T005608.992

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული და-ძმის, მეგი და გიგი გუტაშვილების შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„საყოველთაო გლოვისა და მწუხარების თანაზიარია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

ამ დღეებში შოვში განვითარებული მოვლენების გამო, ათეულობით გარდაცვლილთა შორის და-ძმა გუტაშვილებიც არიან, მეგი და გიგი…რობაქიძელები…

მეგი, გრუნის კურსდამთავრებული, იურისტი წარჩინების დიპლომით, მოკრძალებული, ღიმილიანი და გამორჩეული ლიდერი თანატოლთა შორის…

ორიოდე კვირის წინ კვლავ შეხვედრის იმედით დაემშვიდობა უნივერსიტეტს, მშობლიურ რაჭაში მიიჩქაროდა, თურმე სამუდამოდ…

გიგი – მომავალი იურისტი, დის კვალს გაჰყვა და სექტემბერში პირველკურსელთა შორის ველოდებოდით…

გაუსაძლისია ტკივილი… გამოუთქმელია მწუხარება… დაუვიწყარია მოგონება…

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან მეგის და გიგის და თანაგრძნობას უცხადებენ მათ ოჯახს”, – ვკითხულობთ ტექსტში.

„სტიქიის ზონაში იმყოფებოდა მეგი გუტაშვილი, ძმასთან და ნათესავებთან ერთად! ვერ ვუკავშირდებით.. თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ შეგვატყობინეთ“ – შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ადამიანების ძებნა გრძელდება

„გული იმხელა ჰქონდა, მეგონა, სამყაროში ყველა სანუგეშებელს ანუგეშებდა.. იშვიათად მინახავს თავის კუთხეზე ასე შეყვარებული ადამიანი“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ მეგი გუტაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები