ამ დრომდე გრძელდება შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ადამიანების ძებნა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათგან ერთ-ერთი მეგი გუტაშვილი, რომელიც ძმასთან და ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ახლობლები მათთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ და საზოგადოებას სთხოვენ, რაიმე სახის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მათ დაუკავშირდნენ.
„??? სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ჩვენი ასამბლეის წევრი მეგი გუტაშვილი, ძმასთან და ნათესავებთან ერთად!!
ამ დრომდე მათ ვერ ვუკავშირდებით, თუ ვინმე ფლობთ რაიმე ინფორმაციას გთხოვთ დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ.‼️“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.