LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგის ქარდავას ექსტრადიცია, რომელიც ცნობილი იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი შემსრულებელი სადისტური დავალებების, ძალიან მნიშვნელოვანია: პრემიერი

64
irakli-gharibashvili-w-h

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხს “რუსთავი2”-ის ეთერში ეხმაურება.

როგორც პრემიერი ამბობს, ყველა ადამიანი, რომელსაც დანაშაული მიუძღვის, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს.

მეგის ქარდავა, რომელიც ცნობილი იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის, ამ ძალადობრივი ჯგუფის და მისი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მჩაგვრელი და შემსრულებელი სადისტური დავალებების, მისი ექსტრადიცია ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის დამნაშავე, რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ათას სისასტიკეს და სადიზმს სჩადიოდა, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოტივაცია და ინტერესი იყო, რომ ყველა ეს პირი იქნეს წარდგენილი მართლმსაჯულების წინაშე.

მეორე, მინდა აღვნიშნო, რომ სიმბოლურია, რომ დღეს არის წამებით გარდაცვლილი და მოკლული სერგო თეთრაძის დაბადების დღე. სხვათა შორის, ამ დღეს დააკავეს სერგო თეთრაძე 2010 თუ 2011 წლის 17 სექტემბერს, სიმბოლური დამთხვევაა. ნამდვილად არ გვიზრუნია ამის თაობაზე, ბუნებრივად ასე მოხდა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სიმართლე არ იკარგება და ყოველთვის ყველა დამნაშავე, ადრე თუ გვიან წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე,“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

კითხვაზე –  იყო თუ არა რამდენიმე კვირის წინ, მისი კიევში ვიზიტის დროს საუბარი მეგის ქარდავას ექსტრადიციის შესახებ, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რაც დახურულ კარს მიღმა ხდება, ის სააშკარაოზე არ გამოდის.

“რა იყო დახურულ კარს მიღმა, მე ბუნებრივია შევეცდები, რომ თავი ავარიდო ამ კითხვას, ვინაიდან, რაც დახურულ კარს მიღმა ხდება, ის სააშკარაოზე არ გამოგვაქვს, მაგრამ მე მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, პირადად პრეზიდენტის და ზოგადად უწყებების, ვინაიდან, მათ სრულად გაითვალისწინეს ყველა ის მასალები, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ უკრაინულ მხარეს და მათ მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს ექსტრიდაციის პროცესი, რომელიც აქამდე იყო გაწელილი,“ – ამბობს პრემიერ მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g