როგორც იქნა, HBO-მ დაადასტურა, რომ ყველა დროის საუკეთესო ამერიკული სერიალის, ,,მეგობრების” გაგრძელება ეკრანებზე მაისის თვეში გამოვა. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, საკულტო სერიალის ახალი ეპიზოდი HBO-ს სთრიმინგ-პლათფორმაზე გავა და ის 60 წუთს გასტანს.
პროექტში სერიალის ყველა ვარსკვლავს ვიხილავთ და ცნობილი ხდება, რომ თითოეულმა მათგამა 60 წუთიანი ეპიზოდისთვის 3-დან 4-მილიონამდე დოლარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი სერიალის გაგრძელებაზე საუბარი წლებია მიდის, თუმცა, ოფიციალურად ინფორმაცია გასულ წელს დადასტურდა.
ჯენიფერ ენისტონმა HBO- ს განცხადების გავრცელებისთანავე სოციალურ ქსელში შემოქმედებით გუნდთან ერთად გადაღებული ძველი ფოტო გააზიარა.