18 იანვარს თემქაზე დაკავებული აქტივისტების ნაწილმა საპატიმრო დატოვა. ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებული, მარიამ პაიჭაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მეგობრებო, გოგოები გარეთ ვართ. ყველაფერი კარგადაა, არაფერია სანერვიულო! ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის!
ბიჭები, სამწუხაროდ, დატოვეს. მერე კიდევ ცალკეც დავუწერ უდიდეს მადლობას რომან აკოფოვს, რომელიც ჩემს დახსნას ცდილობდა, როცა დააკავეს.
საბოლოოდ კი, არავინ ვართ თავისუფლები, სანამ რეჟიმის ტყვეები ციხეში არიან. ვაგრძელებთ ბრძოლას! ცეცხლი ოლიგარქიას!“,- წერს მარიამ პაიჭაძე სოციალურ ქსელში.