LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ადამიანები!” – „სტრატეგია აღმაშენებელი”

111
Screen-Shot-2021-12-19-at-16.52.10

„სტრატეგია აღმაშენებელი” ითხოვს, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე უკანონოდ დაკავებულები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

მათი განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის ქმედება რუსული ძალოვანი სტრუქტურების ქმედების ანალოგია.

„გუშინ აქციაზე, სადაც მოქალაქეები სრულიად სამართლიანად და მშვიდობიანად აპროტესტებდნენ “რუსული კანონის” მიღებას, 36 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი ქმედება და მოქალაქეების სრულიად უსაფუძვლოდ დაკავება, კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული, პუტინისტური რეჟიმის გზას ადგას. ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, ზეწოლას ახორციელებენ მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე.

ივანიშვილის რეჟიმის ასეთი ქმედება არის რუსული ძალოვანი სტრუქტურების ქმედების ანალოგიური. ნათელია, ერთი და იგივე ხელწერით ებრძვიან დემოკრატიას და ცდილობენ საქართველოს რუსულ ჭაობში დაბრუნებას.

ამიტომ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ადამიანები!

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ისე, როგორც არასდროს, ახლოს ვართ ევროკავშირის წევრობასთან და ამ ისტორიულ არჩევანს სჭირდება დაცვა, ამიტომ თქვენი, ყველას აქტიურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გვჯერა, საერთო ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ევროპული არჩევანისა და უზრუნველყოფილი მომავლის გადარჩენას. საქართველო არასდროს გახდება რუსეთი! ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს საქართველო” – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებელი“.

 

პოპულალურები