LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება… გასულ წელს საქართველოდან 100 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა“ – ყაზახეთის პრემიერი

155
ტტ (1)

„საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება“, – ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტად ყოფნისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი პერსპექტიული პროექტები მიმოიხილეს. როგორც სმაილოვმა აღნიშნა, ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალ დაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს.

„საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფორმატში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლე ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს 7-ჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით რომ გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს. ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალ დაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს და აქედან, 100-მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი მეწარმეების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება.

მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძს ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ტრანს-კასპიურ“ საერთაშორისო სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტს. გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა ორჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები 30%-ით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება, საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდეთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად მხარეები ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2002-2007 წლებში ამ დერეფნის გასაერთიანებლად, გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად. მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რათა კასპიის და შავი ზღვის აუზების ათვისება მოხდეს მარშრუტების სახით და ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ორივე საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენება სატვირთო გადაზიდვების მიზნით. მოლაპარაკებების დროს ასევე განვიხილეთ ასევე მრავალი საკითხი, მათ შორის, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ტურიზმი“, – აღნიშნა ყაზახეთის პრემიერმა.

ალიხან სმაილოვი ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზეც ისაუბრა და ავიაკომპანიებს რეისების დამატებისკენ მოუწოდა.

„მოგეხსენებათ, რომ 1-ელ ივნისს დაიწყო პირდაპირი ფრენების განხორციელება ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებს შორის. ქართულ ავიაკომპანიებს მოვუწოდებ ყაზახეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების გაფართოებისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ძალიან კარგი გავლენა ექნება ბიზნესკავშირებზე და ხალხთაშორის ურთიერთობებზე და ასევე, ტურიზმის სექტორზე. მოლაპარაკებების საფუძველზე რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. საერთო ჯამში გვწამს, რომ ამ სფეროებში ურთიერთობების განვითარება ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას, ხოლო დადებული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას. ყაზახეთის მთავრობა მზაობას აცხადებს მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის“, – განაცხადა სმაილოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g