LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრელიშვილი: „ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი – ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს“

163
ვახტანგ მეგრელიშვილი

„ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და იდეაში ადამიანის უფლებების შემზღუდავი. საბოლოო ჯამში, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი, იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს პროპაგანდა“, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ამ დებატებს წააგებს, რადგან თემა არის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არაპრიორიტეტული.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ და ასევე ძალიან პრინციპულად დავიცვათ ოჯახური ღირებულებები“ – მამუკა მდინარაძე

„იქ წერია პროპაგანდა. პროპაგანდა არის ისეთი დეფინიცია, რომელიც ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის პროპაგანდა და რა არ არის. შესაბამისად, ის, რაც მე წავიკითხე უბრალოდ ადამიანის უფლების დარღვევაა. ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს, ანუ რაც უნდა ის უქნას.

ასევე ნახეთ

„არ მინახავს და წაუკითხავ კანონს ვერც დავეთანხმები და ვერც უარვყოფ“

ადამიანს შეუძლია თვითმკვლელობა ჩაიდინოს და იქ, რაც წერია, იმის აკრძალვა საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია. შესაბამისად, მე მგონია, რომ ამ დებატებს „ქართული ოცნება“ წააგებს, იმიტომ რომ თემა არის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არაპრიორიტეტული და ტექსტი, რომელიც მათ მოამზადეს არის აბსურდი და იდეაში ადამიანის უფლებების შემზღუდავი.

საბოლოო ჯამში, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს პროპაგანდა“. – განაცხადა მეგრელიშვილმა.

„სისულელე, ყურით მოთრეული თემა – წამოვიდეს „ოცნება“, იაროს ფეხით ქუჩაში და ნახავს, რა არის რეალური გაჭირვება“ – ელისაშვილი ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე

magti 5g