საქართველოს 21-წლამდელთა ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს და ამაში დიდი წვლილი აქვს მეკარე ლუკა ხარატიშვილს, რომელსაც მატჩის „დღის გმირიც“ კი უწოდეს პენალტების სერიაში მოგერიებული გადამწყვეტი ბურთის გამო.
ლუკა, როგორც აღმოჩნდა, შეყვარებულია და ამის შესახებ ჟურნალ „გზას“ ესაუბრება.
„პირადზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემი რჩეული მხარში მიდგას. მაქსიმალურად ცდილობს, ცუდი თამაშის ან პერიოდის შემდეგ გამამხნევოს, ჩემს საფეხბურთო კარიერაში მაქსიმალურად ჩართულია. მეხმარება, მიგებს, ჩემს რეჟიმს ითვალისწინებს. როდესაც სადღაც ვერ მივდივართ იმიტომ, რომ ჩემი საქმე გაფუჭდება, უკმაყოფილებას არასდროს გამოთქვამს. გამიმართლა, მას ჩემი ძალიან კარგად ესმის…“