ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ტაძარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, მეხანძრე-მაშველებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს.
დღეს ტრაგედის დროს დაღუპულ ოთხ მოქალაქეს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე თითქმის 30 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდნენ მაშველები. საძიებო – სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სამინისტროს არაერთი დანაყოფი.