LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხანძრე-მაშველებმა, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ, 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

223
BeFunky-collage

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს ექვსი წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს ექვსი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა

ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს ყვავილებით შეამკობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 13 ივნისის ტრაგედიის დროს ერთ-ერთი პირველი მორეაგირე იყო. მეხანძრე-მაშველები იმ პერიოდში სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებში იყვნენ ჩართულები.

მემორიალთან იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი მამუკა სეფიაშვილი და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ კერესელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g