LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი სააღდგომო ზეიმზე 1890 დოლარიანი პლაშჩით ბრწყინავდა

506
მელანია ტრამპი

ამერიკის პირველი ლედი, რომელსაც იშვიათად ვხედავთ თეთრ სახლში, ამჯერად აღდგომის დღესასწაულზე გამოჩნდა. მელანიამ მეუღლესთან ერთად სააღდგომო მიღებას უმასპინძლა, რომელიც თეთრი სახლის სამხრეთ ნაწილში გაიმართა. ეს მიღება იმ ბავშვებს მიუძღვნეს, რომლებმაც კვერცხები სპეციალური ხის კოვზებით შეღებეს. პრეზიდენტმა სტუმრებს ჯერ აივნიდან მიმართა, შემდეგ კი, მათთან გადაინაცვლა.

დღესასწაულისთვის მელანიამ არჩევანი კანადური ბრენდის Mackage-ის რძისფერ ტყავის პლაშჩზე გააკეთა, რომელიც ქამრით იყო ფიქსირებული. ანსამბლს ამერიკის პირველმა ლედიმ „როჯერ ვივიერის” ტყავის ფეხსაცმელი შეუხამა. ცნობილია, რომ პალტოს ღირებულება 1890 დოლარია, ხოლო ფეხსაცმლის, 890.

ამ დღეს მელანია საოცრად ბედნიერი ჩანდა, მან ბავშვებთან ითამაშა, ყველა აქტივობაში ჩაერთო და ბოლოს წიგნიც კი წაიკითხა.

მელანია ტრამპის საქორწილო კაბა, რომელსაც „დიორის“ მოდის სახლი 550 საათი კერავდა, აუქციონზე იყიდება

პირველი ლედი ჰალსტუხით – მელანია ტრამპი „რალფ ლორენის“ სამოსში

მოდური პირველი ლედი – მელანია ტრამპი თვითმფრინავის ფონზე და ავტომობილში პოზირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g