LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: „ამბობს, მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულშიო, ერთი უბედურებაა, ასეთ ზნედაცემულ მტერთან რომ გაქვს საქმე, მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხის გამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე“

254
Untitled design (7)

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ მიხეილ სააკაშვილის მისამართით წარმოთქმულ ფრაზას – „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“, „ნაციონალური მოძრაობის “ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება.

როგორც ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, „ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია, მეორე უბედურება კი ის არის, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ ჰყავს ოპოზიციას ადგილზე“.

„მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე“ – ამას ამბობს „ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე!

ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე.

მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხის გამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე – ფაბრიკაციულ ჩანაწერებს დაარბენინებენ და ა.შ…

ამიტომაა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად გავიყვანოთ სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას და დაკომპლექტდეს იმ ღირსეული ხალხით, ვისაც არც შრომა ეზარება, არც ბრძოლა და არც ოპონენტისთვის საკადრისი პასუხის გაცემა!“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აღნიშნული კომენტარი პარლამენტში ვიქტორ ჯაფარიძემ პაატა მანჯგალაძესთან კამათის დროს, მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა.

დეპუტატებს შორის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეოკადრები ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები