ისტორიული აბსურდია, ჩვენ ვართ გარეთ და ივანიშვილი ამ შენობის შიგნით ასამართლებს მიხეილ სააკაშვილს, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დღეს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი უნდა გაიმართოს.
მისივე სიტყვებით, „ეს ისტორიული აბსურდი და უსამართლობა მალე დასრულდება”.
“მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის დასრულების იარაღი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასუსტებასა და დამარცხებაშია. მწვავე აქციები გაგარძელდება მანამ, სანამ რეჟიმი არ ჩამოინგრევა”,- აღნიშნა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა დაგვიდასტურა რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს საკუთარ პროცესს დაესწრება.
პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება
საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული.
მედიის წარმომადგენლებს და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს საქალაქო სასამართლოს ეზოში არ უშვებენ