LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: მერაბიშვილისა და ჩემი თანამშრომლობა ერთ პარტიაში უბრალოდ გამორიცხულია

254
VANO DA NIKA

თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილთან მისი თანამშრომლობა უბრალოდ გამორიცხულია.

„მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ უკეთებია, მიუხედავად დიდი შეცდომებისა. მაგრამ მე ვთქვი, რომ ადამიანის (ვანო მერაბიშვილის), ვისზეც თქვენ საუბრობთ, და ჩემი თანამშრომლობა ერთ პარტიაში უბრალოდ არის გამორიცხული. ეს არ მიუთითებს, რომ ჩვენ შორის არის რამე კონფლიქტი, უბრალოდ, თანამშრომლობა არის გამორიცხული“. – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამის 11 საათზე ჩამოვა.

მან თარიღის დაკონკრეტებასთან ერთად კიევი-თბილისის რეისზე გაკეთებული ჯავშნის ფოტოც გაავრცელა სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g