LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „ოცნების“ პარტიული ტელევიზიები, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს მე და გვარამია ქვეყნის გარეთ კეზერაშვილს ვხვდებით – არავითარ შეხვედრას მასთან, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში“

159
ნიკა მელია

პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა მელია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის და პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, საზღვარგარეთ ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც მელია განცხადებაში აღნიშნავს, „ოცნების პარტიული ტელევიზიები, რომლებიც მოქმედებენ სუს-ის პირდაპირი დავალებით, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე [ნიკა მელია], ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს.“

„დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისათვის.

ქვეყნისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მორალური უპირატესობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

პოლიტიკა საჯარო საქმედ რომ მიგვაჩნია, რომელიც კულუარული გავლენებითა და ფულით არ უნდა იმართებოდეს, ამიტომ შევქმენით პარტია „ახალი“.

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი

არავითარ შეხვედრას მასთან, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში.“ – წერს ნიკა მელია.

ოცნების პარტიული ტელევიზიები, რომლებიც მოქმედებენ სუს-ის პირდაპირი დავალებით, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და…

Posted by Nika Melia on Tuesday 21 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები