LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია ოპოზიციური პარტიების მომავალია ამ ქვეყანაში – თამარ კორძაია

99
BeFunky-collage (1)

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, კობა ნაყოფიას შემდეგ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას, ამჯერად, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, თამარ კორძაია ხვდება.

როგორც კორძაიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, განიხილავენ ციხიდან გამოსვლის, პარლამენტში შესვლისა და სამომავლო მოქმედებების გეგმას.

“ნიკა მელია უკვე უნდა იყოს გარეთ, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ არდადეგები გამოაცხადოს, არ იმუშაოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა შევიდე, ვისაუბრო ყველაფერზე, მისი აზრი მოვისმინო, როგორ ხედავს საკუთარ თავს ციხის გარეთ, როგორ გეგმავს მომავალს, იმიტომ, რომ ნიკა მელია არის ოპოზიციური პარტიების მომავალი ამ ქვეყანაში და მისი აზრი ძალზედ მნიშვნელოვანია”. – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ნიკა მელიასთან ასევე იმყოფებოდა ხატია დეკაონიძეც.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რატომ ეშინია მისი თავისუფლების “ოცნებას” – დეკანოიძე ციხეში მელიას შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g