LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს, არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ დასცინოს: ალეკო ელისაშვილი

50
ალეკო ელისაშვილი

„ევროპარლამენტარები კი არა, თავდებად მთელი ევროკავშირი დგება, რაღა არის საჭირო? შეთანხმების გადახედვა და ჯანჯღარი ნორმალური არ მგონია. მელია უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს, არ მგონია ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო მისი პოზიცია მაშინ იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, “ნიკა მელია გაიჭედა და გადაწყვეტილებას ვერ იღებს.” ხოლო, „ლელოს“ ინიციატივა ევროპარლამენტარების თავდებობაზე გაუგებარია და ერთგვარად ეს შეთანხმების რევიზიაც არის.

„ევროპარლამენტარები კი არა, თავდებად მთელი ევროკავშირი დგება, რაღა არის საჭირო? შეთანხმების გადახედვა და ჯანჯღარი ნორმალური არ მგონია.

გულახდილად რომ გითხრათ, მესმის, რომ ნიკა მელია გაიჭედა და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან იძახდა, გირაოს არ გადავიხდიო, ახლა რა გააკეთოს, არ იცის. დარწმუნებული ვარ, თავადაც ხვდება, რომ ახლა უნდა გამოვიდეს, სანამ ღიმილის მომგვრელი და სასაცილო გახდება მისი პოზიცია, რომ არ გამოვა არაფრის ფასად.

ამიტომ უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს. არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო მისი პოზიცია მაშინ იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო. რომ გამოვიდეს და ევროკავშირმა გირაო გადაუხადოს, სულაც არ იქნება არც ღირსებაშელახული და არც სასაცილო მდგომარეობაში,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი: ალეკო ელისაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” მავნებლურ ძალას უწოდებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები