LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიას არავითარი შანსი არ ექნება და ვერც ოპოზიციის მერობის ერთიანი კანდიდატი იქნება: ალეკო ელისაშვილი

33
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თვითმმართველობის არჩევნებზე არანაირი შანსი არ ექნება. მისი შეფასებით, ყველა მიხვდა, რომ ცრუ რევოლუციური ძალისხმევა ამ ქვეყანას არ სჭირდება.

ალეკო ელისაშვილმა ამ განცხადებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა – რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ნიკა მელია თუ ის ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატი იქნება.

“მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ შესაძლოა, მელია საერთო კანდიდატადაც არ დასახელდეს, რადგან ოპოზიციის ერთობა, მისი სიტყვებით “ბლეფია”.

“დარწმუნებული ვარ, არანაირი შანსი არ ექნება  და ვერც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იქნება, ისეთი პირი უჩანს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტია ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, რომ გვყავდეს კანდიდატი, შესაძლოა, მე ვიყო კანდიდატი, ამაზე ვფიქრობთ. საერთოდ, არ მაინტერესებს რას ფიქრობს და რა დასკვნები გამოაქვს  მელიას. ოპოზიციური ერთიანობა ეს არის ბლეფი. ეს იყო სააკაშვილის ერთადერთი მიზანი, რომ ყველა თავისი ქოლგის ქვეშ ჰყოლოდა,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, “მოქალაქეებისთვის” ოპოზიციური ერთობა  ძალიან კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის საშუალება იყო.

“ვიღაცისთვის იყო თვითმიზანი და ვისაც ჰგონია, რომ ეს თვითმიზანი, იგივე ბლეფი არის სერიოზული რამ, ეს არის ძალიან მცდარი, რადგან ჩვენ დანარჩენი ოპოზიციისგან, როგორც დაინახეთ, ძალიან ბევრი რამ განგვასხვავებს. ამ განსხვავებულობის გამო გვიჭერს მხარს, ვინც გვიჭერს. მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტების გარდა, არავის აინტერესებს ოქტომბერში მერობის კანდიდატი ვინ იქნება,“- განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები