მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.
პოლიციამ, რომელმაც ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია დაშალა, მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა.
არსებული ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც.
დაკავებულია რამდენიმე პირი.