LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელორ ვაჩნაძის ემოციური მიმართვა ყოფილ თანამებრძოლებს: „ლევან გოგიჩაიშვილი გვერდზე მედგა და ერთმანეთს არ მივესალმეთ…“

413

მელორ ვაჩნაძე ყოფილ თანამებრძოლებს მიმართავს, რომლებიც დღეს კარგ თანამდებობებზე არიან  და ადრე მისი მეგობრები იყვნენ.

მელორი წერს:

„არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ და არაფერი დამიშავებია საერთოდ… მაგრამ ვის ტვინში მოიხარშა, რომ ეს ზოგიერთ შემთხვევაში ათი წლის თანამებრძოლები ესე დავეშალეთ და გავეთითოკაცებინეთ((( ალბათ, ჩემი ბრალიცაა, რომ პატარ-პატარა კონფლიქტები, დიდში გადაიზარდა და კონკურენცია არაჯანსაღი გამხდარიყო…

ჯაბა ჯიშკარიანის წარდგენაზე ლევან გოგიჩაიშვილი გვერდზე მედგა და ერთმანეთს არ მივესალმეთ ((( არადა, ამდენი ბრძოლა ციხემდე… ერთად ოთხი წელი ციხეში… ერთმანეთს გლდანის ციხეში რომ შევხვდით, ისე გაგვიხარდა, თავისუფლება ვიგრძენით)))) და ციხის მერეც 24 საათი ერთად მის წარდგენამდე )))) ალბათ, მოთხოვნა იყო ვინმე პროპაგანდისტი მამის ))))

მართლა გული მწყდება, ამ ყველაფერზე არც თქვენი სკამი მინდა, არც თანამდებობა, მაგრამ ეს ერთ დროს ჩემი მეგობრები როგორ დამაკარგვინეთ? მთავრობას მივმართავ, ასე რამ გაგაბოროტათ?

პიროვნებებს რომ ებრძვით და მეგობრები რომ გადაკიდეთ ერთმანეთს? (ნაცებმა რაც ვერ მოახერხეს).

ჯაბა, მართლა გამიხარდა შენი ზარი <3

მაგრამ ბევრი 24 საათი ჩემს სახლში, ოფისში თუ მანქანაში რომ იყო და ოჯახის წევრად მიმაჩნდა, ერთხელ არ დარეკავს, არ იკითხავს, ცოცხალი ვარ, მკვდარი ვარ… ორი შვილის მამა რითი ვცხოვრობ ან სად ვცხოვრობ))))

მართალი იყო ერთი ჩემი უფროსი მეგობარი… „ან უნდა ბევრი გქონდეს და სჭირდებოდე ან ეშინოდეს“… 90% სიმართლეა, არავის აღარაც ეშინია ( მთავრობას) და აღარც მაქვს მიშა მესხის, დაჩი ცაგურიას და ა.შ. ნაირებს ეხება (მოყვარეს პირში უძრახე…)

მაგრამ ერთს ვიტყვი, თუ პირველი ნაბიჯი გადასადგმელია, მე გადავდგამ და ყველას ბოდიშს მოვუხდი, თუ რამე შემეშალა მეგობრობაში ან საქმეში (მიუხედავად იმისა, რომ ასე არ ვფიქრობ და თუ ვცდები. მიმითითეთ).

დაფიქრდით, ბიჭებო, ეს ცხოვრება იმდენად მოკლეა და მოულოდნელობებით სავსე, დანაშაულის დროულად აღიარება შეიძლება, ვერ მოასჭროს კაცმა!!!

პ.ს. ყველას გისურვებთ დიდ გამარჯვებებს და უფლის წყალობას!!!

საჯაროდ ვდებ პირობას, რომ მე თქვენი მტერი არასოდეს გავხდები, სულ რომ ჩემი არსებობა იყოს ამაზე დამოკიდებული!!!

პ.ს.ს. მთავრობის იმ წევრებს, რომლებთან ერთადაც წლები ვიბრძოდი, ნუთუ ერთი სიტყვა არ დავიმსახურე, რომ შეგეწიათ ჩემთვის ან 4-წლიანი იგნორი რითი დავიმსახურე? )))))

უბრალოდ, არ გიყვართ ამაყი და თავმოყვარე ადამიანები… ( კაბინეტებთან ატუზვა ვერ დავამუღამე, მე მაპატიეთ))))

მე მრცხვენია თქვენი უტიფრობის მაგივრად!!!

თქვენი დავიწყებული მეგობარი: მ.ვაჩნაძე.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g