LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მენაფირის აკადემიის“ მე-12 კლასელი მსოფლიოს 25 წამყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხა – ანა მარია ფხალაძის მიერ მოპოვებული ჯამური დაფინანსება 1 500 000 დოლარს აჭარბებს

428
ანა მარია ფხალაძე

„მენაფირის აკადემიის“ მე-12 კლასელმა, ანა მარია ფხალაძემ, საგანმანათლებლო სამყაროში ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან მსოფლიოს 25 წამყვანი უნივერსიტეტიდან მიიღო მოწვევა, მის მიერ მოპოვებული ჯამური დაფინანსება კი რეკორდულ მაჩვენებელს – 1 500 000 აშშ დოლარს აჭარბებს. ინფორმაციას „Menaphire Academy-მენაფირის აკადემია“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც აღნიშნული პოსტიდან ირკვევა, ევროპისა და ამერიკის საუკეთესო სასწავლებლებს შორის არჩევანი უკვე გაკეთებულია. ანა მარია სწავლას ბრიუსელში გააგრძელებს. ანა მარიას მიღწევები მოიცავს როგორც ამერიკულ, ისე ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. მის მიერ მოპოვებული დაფინანსება შთამბეჭდავია:

🇧🇪🏛️University of Brussels (ბელგია) – სწავლის 100% დაფინანსება

პროგრამა – Business Economics

🇮🇹🏛️University of Venice (იტალია) – სწავლის 100% დაფინანსება

პროგრამა – Business and Economics BSc

🇺🇸🏛️Wooster University (ოჰაიო)- 232 000$ დაფინანსება

პროგრამა – Econometrics and Quantitative BS

🇺🇸🏛️St. John University (ნიუ-იორკი) – 208 000$ დაფინანსება

პროგრამა – Economics BSc with Honors

🇺🇸🏛️Drexel University (პენსილვანია) – 158 000$ დაფინანსება

პროგრამა – Economics and Business BSc with Honors

🇺🇸🏛️Augustana University (სამხრეთი კაროლინა) – 152 000$ დაფინანსება

პროგრამა – Economics, Finance and Quantitive BSc

🇺🇸🏛️Wingate University ( ჩრდილოეთი კაროლინა) – 128 000$ დაფინანსება

პროგრამა – Finance BSc

🇺🇸🏛️Rochester University (ნიუ-იორკი) – 138 000$ დაფინანსება

პროგრამა – Finance BS

🇺🇸🏛️Pace University (ნიუ-იორკი) – 100 000$ დაფინანსება

პროგრამა – Economics BSc

🇺🇸🏛️Drury University (მისური) – 96 000$ დაფინანსება

პროგრამა – Business Economics BSc

🇺🇸🏛️Washinton & Jefferson College (ვაშინგტონი) – 80 000$ დაფინანსება

პროგრამა – Economics BSc

🇺🇸🏛️Concord University (ვირჯინია) – 48 000$ დაფინანსება

პროგრამა – Business Administration: Emphasis in Finance BSc

🇺🇸🏛️Pennsylvania State University (პენსილვანია) – 32 000$ დაფინანსება

პროგრამა – Economics BSc

🇺🇸🏛️University of Pittsburg (პენსილვანია)

პროგრამა – Economics BSc

🇺🇸🏛️University of North Carolina (ჩრდილოეთი კაროლინა)

პროგრამა – Economics BSc

🇫🇷🏛️American University in Paris (საფრანგეთი) – 57 120 € დაფინანსება

პროგრამა – International Economics BSc

🇪🇸🏛️Saint Louis University in Madrid (ესპანეთი) – 40 000 € დაფინანსება

პროგრამა – Economics BSc

🇩🇪🏛️Constructor University (გერმანია) – 21 000 € დაფინანსება

პროგრამა – Global Economics & Management BSc

🇩🇪🏛️Lancaster University Laipzig (გერმანია) – 12 500 € დაფინანსება

პროგრამა – Accounting and Finance BSC with Honors

🇮🇹🏛️University of Sacro Cuore (იტალია) – 8 700€ დაფინანსება

პროგრამა – International Business Administration BSc

🇨🇿🏛️Charles University (ჩეხეთი)

პროგრამა – Economics and Finance BSc

🇩🇪🏛️SRH University (გერმანია)

პროგრამა – International Business Administration: Finance BSc

🇦🇪🏛️Birmingham University Dubai (არაბთა გაერთიანებული საამიროები)

პროგრამა – Busienss Management with Economics BSc

🇳🇱🏛️Hanze University of Applied Sciences (ჰოლანდია)

პროგრამა – International Finance & Control BSc

ანა მარიამ გაატარა ერთი აკადემიური წელი ამერიკის შეერთებული შტატების სკოლაში, სადაც გამოავლინა შესანიშნავი მიღწევები როგორც აკადემიურ, ასევე არაფორმალურ აქტივობებში. ❤️

ანა მარიამ საბოლოოდ არჩევანი გააკეთა და სწავლას University of Brussels-ში გააგრძელებს Business Economics-ის პროგრამაზე სრული დაფინანსებით. მსოფლიოს ტოპ 2% უნივერსიტეტებს შორის მყოფი ბრიუსელის უნივერსიტეტის საერთაშორისო და აკადემიურად ძლიერი გარემო მას მისცემს შესაძლებლობას მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება ევროპის ცენტრში და განვითარდეს გლობალურ დონეზე.

სკოლა მენაფირის აკადემია ულოცავს ანა მარიას და ვუსურვებთ მას წარმატებულ აკადემიურ და პროფესიულ მომავალს! 💙📚“, – აღნიშნულია პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები