LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე ოქრო ევროპაზე: გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

100

საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 125 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ფინალში პოლონეთის წარმომადგენელი რობერტ ბარანი 2:38 წუთში 11:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალამდე ყველა უმთავრესი ფავორიტი დაამარცხა. პირველსავე წრეში ევროპის 4-გზის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონს – თურქ ტაჰა აკგულს ბოლო ილეთის უპირატესობით სძლია (8:8). ევროპის 2-გზის პრიზიორი, უნგრელი დანიელ ლიგეტი ვადაზე ადრე დაამარცხა – 14:4. ნახევარფინალში კი უკრაინის ნაკრების წევრს, ევროპის და მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატების ფინალისტ ალენ ზასეიევს 9:6 აჯობა.
ოქროს მედლის მოპოვების შანსი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ დავით ტლაშაძესაც (70 კგ) ჰქონდა, თუმცა მან ფინალური ორთაბრძოლა პოლონეთის ნაკრების წევრ მაგომედმურად გაჯიევთან დათმო და ვერცხლის მედალი აიღო, რაც ასევე დიდი წარმატებაა.

ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა შესანიშნავი შედეგით დაასრულა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g