LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე სართულიდან ოპერატორის გადაგდებას, არ ვიცი რა სახელი დავარქვა: სახალხო დამცველის მოადგილე

170
გიორგი ბურჯანაძე

მეორე სართულიდან ოპერატორის გადაგდებას, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს და აშუქებს მოვლენებს, არ ვიცი, რა შეიძლება შევადარო, რა სახელი დავარქვა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ქარელში, “ქართული ოცნების” ოფისში მომხდარი ინციდენტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

“შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მათ შორის ფიზიკური.”

ბურჯანაძის განცხადებით ომბუდსმენის აპარატი იმედის გამოთქვამს, რომ გამოძიება კითხვებზე პასუხს გასცემს.

“ორი დღეა ვცდილობ სახელი მოვიფიქრო, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი. იმედს ვიტოვებ, რომ პასუხისმგებელი პირები გამოვლინდებიან და ნათელი მოეფინება ყველაფერს,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

magti 5g