მეორე თავდასხმა მიუნხენში – მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა ადამიანმა სავაჭრო ცენტრში გახსნა ცეცხლი და დაუზუსტებელი მონაცემებით, 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სროლა ქალაქის სხვა ადგილასაც გაისმა. ბრიტანული Express-ის ცნობით, ამჯერად შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი მიუნხენის ცენტრალურ მოედანზე, მეტრო კარსპლაცთან გახსნა.
ხალხი მოედნიდან გაიქცა, ჯერ-ჯერობით დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.