LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექანიკური გადაცემათა კოლოფი ავტომობილების 12%-ს შემორჩა

508
autonewssswsswss

ახალი ავტომობილების გაყიდვის სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფი ნელ-ნელა ისტორიას ბარდება.

ტელეარხ CNBC-ის ინფორმაციით, 2006 წელს ბაზარზე გამოსული ავტომობილების 47% მექანიკა იყო, 10 წლის გასვლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 27%-მდე დაეცა. ისეთი ბრენდები როგორიცაა Porsche ან BMW, ენთუზიასტებისთვის მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილებს კვლავინდებურად ამზადებს, თუმცა მწარმოებელთა უმრავლესობისთვის მსგავსი მიდგომა ნაკლებად მომგებიანია, რადგან მექანიკაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მცირდება.

წელს მექანიკური კოლოფი ავტომობილთა 12%-ს დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად შტატებში გაყიდული ყოველი 327 ახალი მოდელიდან 41 მექანიკურია.

ავტომატური გადაცემათა კოლოფი კი სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, მისი საშუალებით ავტომობილს სწრაფად აჩქარება შეუძლია და ამ დროს დახარჯული საწვავიც ბევრად ნაკლებია. და ბოლოს, „ავტომატიკა“ ბევრი მძღოლისთვის ძალიან კომფორტულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები