LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკას დამანგრეველი ქარიშხალი უახლოვდება

119

მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქარიშხალი „პატრისია“ მექსიკის სანაპიროებს უახლოვდება. ქვეყნის ხელისუფლება საშიშროების ზონებიდან ხალხის ევაკუაციას ახორციელებს, დაკეტილია პორტები.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია „პატრისიას“ ტაიფუნ „ჰაიანს“ ადარებს, რომელიც ფილიპინებს თავს 2013 წელს დაატყდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ტაიფუნი, შესაძლოა, აღმოჩნდეს ყველაზე ძლიერი მათ შორის, რომლებსაც ოდესმე მექსიკის ნაპირებთან წყნარი ოკეანის მხრიდან მიუღწევია, შედეგი კი, შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს.

პროგნოზის მიხედვით, ქარიშხალს თან თავსხმა წვიმა დაერთვება. ქვეყნის სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარის სიჩქარე 300 კმ/სთ-ს მიაღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g