მექსიკაში მიწისძვრას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ შტატის მთიან რაიონებში მდებარე სოფლებში ნგრევა გამოიწვია. დაზიანდა 200-მდე საცხოვრებელი სახლი, სამედიცინო დაწესებულებები და ეკლესიები.
დაშავებულია ათობით ადამიანი. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
მიწისძვრა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები გვატემალაში, ჰონდურასსა და სალვადორშიც იგრძნობოდა.