მექსიკაში, ნუევო ლეონეს შტატის ციხეში მომხდარ დაპირისპირებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით პატიმარი. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
როგორც ცნობილია, არეულობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორ შეიარაღებულ დაჯგუფების წევრებს შორის მოხდა.
ციხის ადმინისტრაციამ სპეცრაზმი გამოიძახა. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.