LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკის სასტუმრო განქორწინებულ ადამიანებს, სტრიპტიზიორთან ერთად დასვენებას სთავაზობს

129
Screenshot 2023-08-25 135830

მექსიკაში მდებარე ზრდასრულთა სასტუმროში Temptation Cancun განქორწინებული ტურისტებისთვის დასვენების ოფცია გაჩნდა. Daily Star-ის ინფორმაციით, პაკეტი ნომერში სტრიპტიზიორს და სხვა გასართობებს მოიცავს.

წყაროს ინფორმაციით, საქორწინო კავშირიდან გამოსულ სტუმრებს შეუძლიათ აიღონ ოფცია „განქორწინების შემდეგ“, რომლის ღირებულებაც ნომრის ფასთან ერთად +238 ფუნტი სტერლინგია. პაკეტი მოიცავს პირად მეკარეს, შამპანურს, აუზებს, პლაჟებს და ბარებს, ასევე +18 სხვადასხვა აქტივობებს.

ღამის კლუბ Bash-ში ტარდება თემატური წვეულებები, ისეთი როგორიცაა მეკობრეთა ღამე, ქაფის საღამოები და სხვა.

გამოცემის ინფორმაციით, სასტუმროში მოქმედებს რამდენიმე წესი: სტუმრებს არ აქვთ უფლება სხვა დამსვენებლებს ფოტოები გადაუღონ, ახლო კონტაქტი დაამყარონ პერსონალთან და საზოგადოებრივ ადგილებში სექსით დაკავდნენ. გარდა ამისა, ვახშმის დროს აუცილებელი პირობაა, რომ ყველა ჩაცმული იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები