ცნობილ ქართველ კინორეჟისორს მერაბ კოკოჩაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია ამის თაობაზე თოდუას სამედიცინო კლინიკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ცნობილმა ქართველ კინორეჟისორმა ოპერაცია სწორედ თოდუას კლინიკაში ჩაიტარა.
“ჩემი დიაგნოზი მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე გახლდათ. ჩემი ექიმი, ლაშა თურქიაშვილი მშვიდად, გულახდილად და ჩემთვის გასაგებ ენაზე მიხსნიდა ყველაფერს, შეხვედრის შემდეგ თავი უკვე უკეთ ვიგრძენი.
გარდა იმისა, რომ საოცარი ოსტატია, არაჩვეულებრივი ადამიანიც გახლავთ, რომელმაც დამიხატა კიდეც ყველა დეტალი, მისი გეგმა, რასაც აპირებდა ოპერაციაზე. ისე ჩაირა ყველაფერმა, თითქოს არაფერი მომხდარა, განვაგრძობ ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში.
მე კარგად ვიცნობდი ფრიდონ თოდუას – მან შექმნა არაჩვეულებრივი სამედიცინო ცენტრი, ეს ღირებულებები და გარემო კი კვლავ შეუცვლელია, პაციენტს და ექიმს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა იბადება, რომელიც დამყარებულია ცოდნაზე, პროფესიონალიზმზე, ადამიანურ ფასეულობებზე.ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ლაშას და მთელ სამედიცინო ცენტრს!”- ამბობს კინორეჟისორი.