მას შემდეგ, რაც მწერალ გიორგი კეკელიძესთან დაკავშირებით რამდენიმე ქალმა სექსუალური შევიწროვების შესახებ განცხადება გააკეთა, სოციალურ ქსელებში ეს თემა ისევ აქტუალური გახდა.
ამ თემაზე აზრს გამოთქვამს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ამბობს:
„იმისთვის, რომ ქალის „არა“ იყოს „არა“, მაშინ ქალებმა უნდა ისწავლონ „კი“-ს თქმა. სულ ესაა.
ანუ როცა ქალსაც მოსწონს კაცი და უნდა მასთან ურთიერთობა, პირველივე კითხვაზე, ან შეთავაზებაზე უნდა ამბობდეს კი-ს და არა “არა”-ს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ასე არასდროს ხდება და ამ გამოცდილებით კაცებსაც „არა“ ყოველთვის „არა“ არ ჰგონიათ.
აბა, რამდენს გითქვამთ სასურველი კაცისთვის „კი“ პირველივე შემოთავაზებაზე?
ზოგადად ვწერ. კონრკეტულ ქეისს არ ვეხმაურები“
.