LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ მეტრეველი: „მიტინგზე ყოველგვარი დისტანციის გარეშე დგომა არაა აკრძალული, სტადიონზე რამდენიმე სკამის გამოტოვებით დამსხდარი გულშემატკივარი რატომ იქნებოდა პრობლემა?!“

89
merabmetreveli201112

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს სტატუსს დღევანდელი ისტორიული საფეხბურთო მატჩის შესახებ, რომელსაც საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მართავს. თუ საქართელოს ნაკრებმა ეს მატჩი მოიგო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გახდება.

„ამ კორონას გავრცელებას მაინც ვერ ვაკონტროლებთ და საქართველოსთვის ისტორიულ მატჩზე მაყურებლების 33 პროცენტის დაშვებაზე უარის თქმა, რომელი ჩვენი ხელისუფალის თავში დაიბადა? უეფა გვეუბნება, გაქვთ უფლება, 33 პროცენტი შეუშვათო და ჩვენები უარს ამბობენ. არადა, ასეთი მატჩის სახლში გამართვაზე ყველა ოცნებობს და ჩვენ ჩვენი ხელით ვკარგავთ დიდ უპირატესობას – გულშემატკივრის მხარდაჭერას!

ვინც ჩემს პოსტებს თვალს ადევნებს, კარგად იცის, რომ გონივრულ შეზღუდვებს ყოველთვის მხარს ვუჭერ, მაგრამ როდესაც მიტინგზე ყოველგვარი დისტანციის გარეშე დგომა არაა აკრძალული, სტადიონზე რამდენიმე სკამის გამოტოვებით დამსხდარი გულშემატკივარი რატომ იქნებოდა პრობლემა?!

ასეთი შანსი კიდევ როდის გვექნება?!“

„იცოდეთ, მთელი საქართველო თქვენ გვერდით არის… დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას ვიზეიმებთ“

საქართველო დღეს საღამოს ევროპა უნდა გახდეს: თამაში, რომელიც ფეხბურთზე მეტია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g