LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

80

მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია ”სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა.

ამის შესახებ მერაბ მეტრეველმა დღეს პაატა ბურჭულაძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მიზეზი პაატა ბურჭულაძის რამდენიმე პარტიასთან გაერთიანება გახდა.

”არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია. ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია. მე მინდა ამ პარტიას ვუსურვო წარმატებები და არჩევნებში გამარჯვება”, – განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

პაატა ბურჭულაძის შეფასებით, მერაბ მეტრეველის წასვლა პარტიისთვის დიდი დანაკარგია.

”მე მინდა მერაბს გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა გაწეული მუშაობისთვის”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g