LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ნინიძე: „ხალხი, ვინც მილიარდებს იღებს, რომ წინასწარ გათვალონ, რა ელის კაცობრიობას, გვეუბნება, თუ დაგაცემინათ სახლში დარჩითო…“

1555
merabniidze2011

მსახიობი მერაბ ნინიძე დღეს, 3 ნოემბერს, 55 წლის გახდა. მასთან ინტერვიუ “იმედის დღის” წამყანმა, მარიკა ბაკურაძემ ჩაწერა.

მსახიობი იუბილეს გადაღებებზე ხვდება, რუსეთისა და ფინეთის საზღვარზე, სადაც ახალ რუსულ ფილმში ქართველ პერსონაჟს, მეცნიერ დავით ახალაძეს ასახიერებს. მას დაბადების დღეზე პარტნიორმა თავისი გაკეთებული ტყემალი აჩუქა, რომელიც ძალიან გემრიელი გამოდგა.

პანდემიის დროს მერაბ ნინიძეს მუშაობა უწევდა და ყველა რეგულაციის დაცვით მოგზაურობდა. ყველა ამ დეტალის შესახებ ის “იმედს” უყვება.

“ეს წელი არასდროს დამავიწყდება, ზუსტად ვიცი. ამდენი ხანი ის ხალხი, ვინც მილიარდებს იღებს იმაში, წინასწარ გათვალონ, რა ელის კაცობრიობას, უბრალოდ, ზის და გვეუბნება, ნიღბით იარეთ და თუ დაგაცემინათ, სახლში დარჩითო. მიცხოვრია ბევრ სისტემაში და საბჭოთა კავშირშიც კი არ კადრულობდნენ ასეთ სისულელეს. დედაჩემი მარტის შემდეგ თბილისშია ჩაკეტილი და ვენაში ვერ მოდის. დედა, ყველაფერი კარგად იქნება და ეს დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი. ყველანი ვიფრენთ. ჩვენც ჩამოვალთ და შენც – ჩვენთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები