ასეთი თამამი სტილი მერაია ქერის თაყვანისმცემლებს არ ახსოვთ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. მერაია ქერი ბოლო დროს სექსუალურ და გულახდილ სამოსზე აკეთებს აქცენტს. ამჯერად მომღერალი დეკოლტირებულ მოკლე კაბაში გამოჩნდა, რომელიც მაღალყელიან ლაკის ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. უხდება თუ არა მას ეს სამოსი, გემოვნების საკითხია. ფაქტია, რომ ამ იმიჯით მომღერალი თავს კომფორტულად გრძნობს.
მერაიას პარიზულ კონცერტზე თან ახლდა საყვარელი მამაკაცი, ჯეიმს პაკერიც. კონცერტზე 47 წლის მომღერალმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო პრინცის ხსოვნას, რომელიც მისი მეგობარი იყო.