კომპანია Mercedes-Benz–მა და Cigarette Racing–მა სწრაფი ნავის პრემიერა დააანონსეს და თან სიახლის თიზერიც გაავრცელეს. იახტის პრეზენტაცია 13 თებერვალს, მაიამის ნავების გამოფენაზე შედგება.
თიზერში ნაჩვენებია, რომ ნავი ყველგანმავალი G-Class–ის სტილშია შესრულებული. საუბარია ვერსია AMG–ზე, რომლის სახასიათო ხაზებიც ხომალდის ბორტზე გადაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ გერმანელი მწარმოებელი და გემების მშენებელი ფირმა პირველად არ თანამშრომლობენ. ადრე მათ ჩქაროსნული იახტა 41’ AMG Carbon Edition გამოუშვეს. 8 ადგილიანი ნავი ოთხი ძრავით იყო დაკომპლექტებული და მთლიანობაში 1,6 ათასი ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლო. ასეთი ძრავით ნავს 134 კილომეტრი საათი სიჩქარის განვითარება შეუძლია.