LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-ის G-კლასისთვის ყველაზე სპორტული სალონი დაამზადეს

370
mrcds-news1212132

ტუნინგ ატელიე Carlex Design-მა Gelandewagen-ისთვის უნიკალური დიზაინი შექმნა და მოდელი მაქსიმალურად სპორტული გახადა.

შესაძლებელია თუ არა, რომ G-კლასი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს? როგორც ჩანს, რამდენიმე დიზაინერმა ჩათვალა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და მოდელის ინტერიერი განაახლა. მსგავს სალონში მოკალათებული მძღოლი თავს სპორტულ ავტომობილში იგრძნობს, რა თქმა უნდა, თუკი მის მასშტაბებს არ მიაქცევს ყურადღებას.

ახალი ინტერიერი წითელ და შავ ფერებშია შესრულებული, მასალად კი სუფთა ტყავია გამოყენებული. ორი ფერის კონტრასტი დეკორატიულ პანელებს და უსაფრთხოების ღვედებსაც შეეხო.

Carlex თავისი სამუშაობის ღირებულებას არ აზუსტებს, თუმცა ფაქტია რომ ეს სიამოვნება იაფი ნამდვილად არ დაჯდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g