LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-მა ახალი ელექტრო-ქროსოვერის ფრაგმენტები გამოაჩინა (ვიდეო)

40

კომპანია Mercedes-Benz-მა კონცეპტუალური ელექტრო ქროსოვერის ვიდეოთიზერი გაავრცელა. მოდელის საჯარო პრემიერა 29 სექტემბერს, პარიზის ავტოსალონზეა დაგეგმილი. პროტოტიპი ელექტროქარების სერიას ეკუთვნის. აღნიშნული კატეგორია, Mercedes-მა სპეციალურად Tesla-ს, Jaguar-ისა და Audi-ს კონკურენტად შექმნა.

ახალი ელექტროქარის გასაყიდ ვერსიამდე საკმაოდ შორი გზაა გასავლელი. როგორც ცნობილია, მოდელზე სამუშაოები ამ ეტაპამდე მიმდინარეობს. მისი საბაზრო ვერსიის ხილვა 2019 წლისკენაა შესაძლებელი. კულუარული ინფორმაციით, ქროსოვერი 500 კმ-ის გავლას შეძლებს ერთი სრული დატენვის შემთხვევაში.

არაა გამორიცხული, ახალ ლამაზმანში აეროდინამიკური ბატარეები იქნას გამოყენებული, რომელიც 2015 წელს, ფრანკფურტის მოტორშოუზე Concept IAA-ში ვიხილეთ.

როგორც ცნობილია, მოდელი გაიყიდება სუბ-ბრენდის — MEQ-ის კლასიფიკაციით. აღნიშნულზე ,,ავტორადიოს” საიტზე უკვე დაიწერა. სუბ-ბრენდის – MEQ-ის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები