გორის მუნიციპალიტეტში, მერეთის თემის სოფლების სავარგულები სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნება. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ”საქართველოს მელიორაცია” ახორციელებს.
როგორც სამინისტროდან ”ფორტუნას” აცნობეს, პროექტის ფარგლებში აშენდება ოთხი სატუმბი სადგური, მოეწყობა 2 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხი.
ახალი საირიგაციო ქსელით მერეთის, გუგუთიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობა 185 ჰექტარი მიწის ფართობის მოსარწყავად ისარგებლებს.
სამუშოები 2017 წლის აგვისტოსთვის დასრულდება.