LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია ”ლაგუნა ვერესთან” ”ვისოლის” სადგურის აღებას აპირებს

163

”ლაგუნა ვერესთან” მდებარე ”ვისოლის” ბენზინგასამართი სადგურის გადატანაზე თბილსის მერია კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმობეს.

როგორც ”ფორტუნას” მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ბენზინგასამართი სადგურის გადატანის მიზანი გზის გაფართოებაა.

მათი განმარტებით, მოლაპარაკება მიმდინარეობს ასევე კიდევ ერთ კომპანისთან, რომელიც ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს.

”თუ რას სთავაზობს მერია აღნიშნულ კომპანიებს, ჯერჯერობით, მოლაპარაკების საგანია. მოლაპარაკება მიმდინარეობს და სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაგრძელდება” – განუცხადეს ”ფორტუნას” მერიის კეთილმოწობის საქალაქო სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები