LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია მეტრო ავლაბართან შადრევანის დემონტაჟს გეგმავს – სად გადაიტანენ და რისი გაკეთება იგეგმება მის ადგილას

367
ავლაბრის შადრევანი

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია აპირებს, რომ ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტაროს, ხოლო საგზაო ცვლილებების გამო დაგეგმილია იქვე არსებული შადრევნის დემონტაჟი.

როგორც „ფორტუნას“ მერიაში განუცხადეს, შადრევანს გულუას ქუჩაზე გადაიტანენ.

მათივე ინფორმაციით, ავლაბარში შადრევნის ადგილას საგზაო კუნძული მოეწყობა.

„ვიწყებთ ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას, განახლებას. მოედანიც თვითონ უმძიმეს მდგომარეობაშია და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსთან არსებულ „მწვანე კედელს“, რომელიც ფაქტობრივად განადგურებულია. ასევე, ავლაბრის სკვერს, სადაც მიმინოს გმირების ძეგლი დგას და მიმინოს სკვერს.

მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი გზაგამყოფი კუნძულები მოეწყობა, დაითესება ბალახი, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. მოხდება მოედანზე არსებული შადრევნის დემონტაჟი, იმიტომ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ცოტა განსხვავებულად ეწყობა და ძალიან ლამაზი მოედანი იქნება, როდესაც სამუშაოები დასრულდება. შემდეგი ეტაპი იქნება თვითონ მეტრო ავლაბრის სრული რეაბილიტაცია/განახლება, როგორც შიდა სადგურის, ასევე გარე ფასადის,“ – აცხადებს კალაძე.

მისივე განცხადებით, რეაბილიტირებული მოედანი მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ ახალი წესი ამოქმედდება – რა იცვლება კანონდამრღვევებისთვის?

კალაძე: მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია შშმ პირებისთვის ადაპტირდა – იგეგმება ავლაბრის მოედნის ტერიტორიის კეთილმოწყობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები