LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია მწვანე ტრანსპორტის გაქირავების პუნქტების შექმნისთვის ემზადება

142
hghf

მერია ელექტროველოსიპედებისა და მსგავსი ელექტროტრანსპორტისთვის პარკირების ადგილებს სარგებლობის უფლებით გასცემს.

როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, დედაქალაქის მთავრობამ პარკირების წესში ცვლილებები განიხილა, რომელიც  „მწვანე“ ტრანსპორტის სტიმულირებას ისახავს მიზნად. პარკირების წესს ემატება პუნქტი, რომელიც ელექტროველოსიპედების, მოპედებისა და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი ტრანსპორტისთვის პარკირების ადგილების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სარგებლობის უფლებით გაცემას  ითვალისწინებს.

ახალი ნორმა თბილისში „მწვანე“ ტრანსპორტის გაქირავების პუნქტების, მათ შორის, „ქარ შეარინგის“ პრინციპით მოქმედი ცენტრების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. ეს კი, გააუმჯობესებს ქვეითთა გადაადგილების დინამიკასა და კომფორტს.

თბილისის მერია პარკირების წესში ცვლილებებს დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები