მერიკო გუბელაძე, ცნობილი მზარეული, რომელიც „რუსთავი 2“–ის შუადღეში კულინარიულ ბლოკს უძღვება, აღნიშნავს, რომ ეს პერიოდი მოენატრება.
„ასე მგონია, რომ რაღაც მხრივ კორონა მომენატრება. გეტყვით, რა მომენატრება. მომენატრება ეს ქალაქი, რაც ახლა გვაქვს. ისეთი სუფთა ჰაერია, დაუჯერებელია. დიდი პარკი გახდა ეს ქალაქი. დაუჯერებლად სუფთა ქალაქია. ვიცი, რომ ასეთს ვერ შევინარჩუნებთ გასაგები მიზეზების გამო. მე მივესალმები რაიმე რეგულაციას. დიდი სიამოვნებით ჩამოვალ მანქანიდან და კვირაში ორი დღე იქნება თუ ოთხი, მე ამას გავაკეთებ. იმას არ ვამბობ, რომ სულ უნდა გაჩერდეს მანქანით მოძრაობა. ბევრს სჭირდება, მაგრამ რეგულაცია უნდა გამკაცრდეს და რაღაც წლის ქვევით არ უნდა არსებობდეს მანქანები. მართლა ძალიან ბინძურ გარემოში ვცხოვრობთ… რაღაც ცვლილება უნდა მოხდეს. ჩვენ ყველაფერზე შეგვიძლია გადავეწყოთ, თუკი კანონი მოგვთხოვს. რაც უნდათ, ის გააკეთონ, ოღონდ ეს შენარჩუნდეს…“