სილამაზის სიმბოლო, მამაკაცების უმრავლესობის საოცნებო ქალი და ჰოლივუდის ყველა დროის მითი – მერლინ მონრო 90 წლის გახდა.
გთავაზობთ ცნობილი ქალბატონის ფრაზებს, რომლებიც თანამედროვეობასაც არაჩვეულებრივად ერგება.
მამაკაცები ფიქრობენ, რომ ქალი წიგნივით არის – თუ ყდა არ გიზიდავს, მისი წაკითხვა არ ღირს.
მიეცით ქალს კარგი ფეხსაცმელი და ის მსოფლიოს დაიპყრობს.
ვინ თქვა, რომ ღამე სიზმრებისთვის არის?
თუ გადაწყვეტთ, რომ ორპირი იყოთ, სახე მაინც შეინარჩუნეთ ლამაზი.
ჩვენ ყველამ უნდა დავიწყოთ ცხოვრება, სანამ ძალიან მოხუცები ვართ.
ვფიქრობ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მამაკაცებმა მეგობრობა იციან, არის ის, რომ ისინი სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს.
დააგვიანო – ნიშნავს, რომ გელოდებიან. სწორედ შენ და არავის სხვას.
სექსი – ბუნების ნაწილია. მე ვეთანხმები ბუნებას.
შეგინიშნავთ, რომ „რა ჯანდაბაა“ – ყოველთვის შესაბამისი პასუხია?