LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი კოკაინის სახეა: ნარკომოვაჭრეები ლეოს იყენებენ

82

პერუში 1,4 ტონა კოკაინი ამოიღეს, რომელიც ლიონელ მესის გამოსახულებით იყო შეფუთული.
ლეო ნარკომოვაჭრეების შთაგონების წყაროცაა.

ამოღებული ფხვნილი 78 მილიონი ევროს ღირებულების აღმოჩნდა. შეფუთვა „ბარსელონას“ ფერებში იყო გაფორმებული და მესის გამოსახულება ამშვენებდა.
1,2 ათასი შეფუთვიდან უმეტესობას თვალის ასახვევად კალმარები ეწერა და მესის სახელით შეიფუთა.
კონტრაბანდისტების დაკავება ვერ მოხერხდა.

ამასობაში მესი ესპანეთის ჩემპიონატში ბომბარდირთა შორის ლიდერობს: მის ანგარიშზე 25 მატჩში 25 გოლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g