LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ ისეთი გოლი გაიტანა, რომ მეტოქის ფანებმა ოვაციები მოუწყვეს (ვიდეო)

242
mini_2019-03-17-BETIS-BARCELONA-62

„ბეტისის“ ფანებმა მესის ოვაცია მოუწყვეს შედევრი-გოლის შემდეგ.
ეს უმაღლესი აღიარებაა.

„ბარსელონას“ ფორვარდმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში „ბეტისის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა – 4:1.

მას შემდეგ, რაც ლეომ იდეალურად აჭრა ბურთი საჯარიმოს ხაზიდან (ხარიხას შეეხო), სევილიური კლუბის გულშემატკივრებმა არგენტინელ გენიას ოვაციები არ დააყვედრეს. ბევრი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს.

„არ მახსოვს სხვა სტადიონებზე მსგავსი რამ თუ მომხდარა. მადლობელი ვარ ფანების, ისინი ჩვენ ყოველთვის კარგად გვეპყრობიან. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, მადლობა ასეთი რეაქციისთვის“, – უთხრა მესიმ „მარკას“.

მესის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში უკვე 29 გოლია.
ეს ჰეთ-თრიქი მის კარიერაში 33-ეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები